ე.წ. ქუჩური გარჩევა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე "პალიტრანიუსთან" მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მეზვრიშვილის განმარტებით, ე.წ. ქუჩურ გარჩევად ჩაითვლება ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით. კანონპროექტით პატიმრობის გარდა, ალტერნატიული სანქციებიცაა გათვალისწინებული, მათ შორის ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მთავრობა მომავალ კვირას განიხილავს