რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს, რომლის მშენებლობაც რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაჯდა -განიხილება სამი ვარიანტი, ერთ-ერთი მათგანია “რესპუბლიკის სასახლედ“ გამოცხადება და წარმომადგენლობით სასახლედ გადაქმნა, უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღებებისთვის.კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხიც განიხილება, თუკი თავად საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას მოითხოვს.ასევე მოიაზრებენ შენობის პრივატიზაციის საკითხსაც.როგორც ირკვევა საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ფუნციასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა იყო, თუმცა გადაწყვეტილება არც ერთი ვარიანტის სასარგებლოდ ჯერ მიღებული არაა.აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე მასშტაბური სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და მასში დღემდე მუშაობდა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.