„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდმა სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანაკლიის განვითარების „კონსორციუმის“ დირექტორის, ლევან ახვლედიანის, თქმით პროექტისთვის 600 მლნ დოლარი უკვე მობილიზებულია და სამშენებლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა, მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა ანაკლიის პროექტის მშენებლობას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა. „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ბოჭორიშვილის, თქმით პროექტის შეფერხება დააზარალებს არა მხოლოდ უშუალოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, არამედ, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფითად აისახება.ღრმაწყლოვანი პროექტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და შესაბამისად ის ხაზარაძესთან დაპირისპირებას არ უნდა შეეწიროს. ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 30 სექტემბერს დააანონსა და პორტის მშენებლობის უფლება ხაზარაძის კომპანიამ 2016 წელისთებერვალში მიიღო.