დიეტოლოგების რეკომენდაციით, ქათმის კვერცხი 7-8 თვიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში, თავდაპირველად - მხოლოდ გული, 1 წლიდან კი ცილაც. მიუხედავად იმისა,რომ ცილის ალერგიული თვისებები მოხარშვის შემდეგ იკლებს, ის მაინც სახიფათოა. ამიტომ არ გვირჩევენ პედიატრები წლამდე მის შეტანას ბავშვის რაციონში. თუმცა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორიც, ასე რომ, ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს მხოლოდ მოხარშული კვერცხი უნდა შესთავაზოთ, შემწვარი კი - მოგვიანებით, დაახლოებით 4-5 წლისთვის.