მწიფე ატამი წვნიანი, ტკბილი და არომატულია. მისი რბილობი ჩვილისთვის სავსებით მისაღებია, მაგრამ რამდენად არგებს, ეს პექტინის შემცველობაზეა დამოკიდებული. პექტინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. როდესაც იგი რბილობში საკმაოდაა, სწორედ მაშინ არის ატამი გემრიელი.ბავშვებისთვის მიზანშეწონილია მწიფე ატამი. მისი რბილობი სხვადასხვა ფერისაა - თეთრი, ვარდისფერი ან ყვითელი. ყვითელ რბილობში კაროტინი გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრში. თეთრი და ვარდისფერი რბილობი ძალიან ტკბილია, ყვითელი - უფრო არომატული.ატამი, ისევე როგორც ზოგიერთი ტროპიკული ხილი, ვიტამინების სიუხვით ვერ დაიკვეხნის. 100 გრამი რბილობი მხოლოდ 10 მგC ვიტამინს შეიცავს. თუმცა მასში ბევრია კაროტინი და პპ ვიტამინი, ასევე - ბ ჯგუფის ზოგიერთი ვიტამინი. სამაგიეროდ, ატამი მდიდარია კალიუმით და რკინით. სწორედ კალიუმის უხვი შემცველობით აიხსნება ატმის შარდმდენი ეფექტი. ამიტომაც არის ატამი სასარგებლო გულის, თირკმელებისა და საშარდე გზების ცვლილებების დროს.ატამში რკინა ორჯერ მეტია, ვიდრე ვაშლში! ატმის ახალგამოწურული წვენი და ხილფაფა არ აღიზიანებს კუჭს, ხოლო შეკრულობის დროს სამკურნალოდაც გამოდგება. ამ მიზნით ჩვილებს 8-9 თვიდან ურჩევენ 50 მლ ატმის ახალგამოწურულ წვენს ჭამამდე 15 წუთით ადრე.