19:05
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"რა არის უარესი, იცხოვრო როგორც ურჩხულმა თუ მოკვდე როგორც კარგი ადამიანი?" - მარტინ სკორსეზეს ფილმი "დაწყევლილთა კუნძული", რომლის ორაზროვან ფინალზე კამათი დღემდე გრძელდება
12-11-2021

"დაწყევლილთა კუნძული" - ფილმის მოქმედება 1950-იან წლებში ვითარდება, როცა ეშკლიფის სულით ავადმყოფ ბოროტმოქმედთა კლინიკაში, ერთ-ერთი პაციენტის - რეიჩელ სოლანდოს უცნაური გაუჩინარების გამოსაძიებლად მივლენილი ფედერალური მარშალი ტედი დენიელსი მეწყვილესთან ჩაკ ოულისთან ერთად ჩაება დამთრგუნველი სამკურნალო დაწესებულების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენამ კლინიკის პერსონალთან ერთად პაციენტებიც საშინლად გააღიზიანა, რადგან დაკარგულ სოლანდოს ძიებაში დენიელსმა არა მხოლოდ უხერხული შეკითხვებით და მწვავე ბრალდებებით მოაბეზრა თავი ადგილობრივებს, არამედ საკუთარი ცოლის მკვლელს - ვინმე ენდრიუ ლენდისისსაქმის გამოძიებაც სცადა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ეშკლიფის კლინიკაში ჰყავდათ გამომწყვდეული. დეტექტივების მუშაობა მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა და ფსიქიატრიული კლინიკის განსაკუთრებით საშიშ კრიმინალთა ბუნტმა გაართულა, რასაც მარშალ დენიელსის ჰალუცინაციები დაემატა და საერთოდ შეუძლებელი გახდა რეალობის მისი კოშმარული წარმოსახვისგან განსხვავება, ფილმის ფინალმა კი, საბოლოოდ თავდაყირა დააყენა მანამდე მოთხრობილი   ისტორია და მაყურებელს ეკრანზე ნანახის თავიდან, სრულიად განსხვავებულად გააზრება აიძულა.

„დაწყევლილთა კუნძული“ პირველ რიგში თავისი სიუჟეტითაა საინტერესო, რადგან სკორსეზეს მიერ მოთხრობილი, ერთი შეხედვით რეალური ისტორიაა, სინამდვილეში  მხოლოდ ეშკლიფის კლინიკის ექიმების მოგონილი თამაში და ერთგვარი ექსპერიმენტია 67-ე ნომრით დანომრილი პაციენტის ენდრიუ ლენდისის გამოსაფხიზლებლად და მასში ცნობიერების გასაღვიძებლად.

AutoPlay
პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად ქცეული "ლა ლა ლენდი"
14-01-2022
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომლის ისტორიასაც ამ გადაცემიდან მოისმენთ, მსოფლიო კინოს კლასიკად და ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ფილმადაა აღიარებული
07-01-2022
ფილმი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოა - "მარტო სახლში"
31-12-2021
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021
მარტინ სკორსეზეს "განდგომილები", რომელიც თანამედროვე განგსტერული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება - ფილმმა 290 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარიც" მოიპოვა
17-12-2021
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები