ეს ტრადიცია არც თუ დიდი ხანია რაც დამკვიდრდა. ამ ცეკვის ფესვები კი მე-19 საუკუნიდან მოდის, კერძოდ ვენიდან(ვენური ვალსი)მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ავსტრიის დედაქალაქში დამკვიდრდა ტრადიცია, ე.წ. "სასახლის მეჯლისი", სადაც ქალბატონები ცეკვებზე ნიღბებით მოდიოდნენ, ნიღაბი ქალბატონებს ანიჭებდა იდუმალებას, რაც თავისთავად სრულ თავისუფლებას აძლევდა იმ მხრივ, რომ თვითონ გამოეწვია მამაკაცი საცეკვაოდ.ვენური სასახლის ვალსები ძალზე პოპულარული იყო, თუმცა შემდგომ უკვე ნელ-ნელა დაკარგა აქტუალობა, სამაგიეროდ დაგვიტოვა ტერმინი "თეთრი ცეკვა."