ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გზა გადაკეტეს. დევნილები ბინების განაწილების პროცესში უსამართლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, დევნილებისთვის ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის საფუძველზე ნაწილდება. დევნილები ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე ხმაურის განმუხტვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.