პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და დროთა განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დაავადებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.საწყის ეტაპზე ვლინდება ტრემორი (ხელების კანკალი), მოძრაობისას დისკომფორტი. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს აზროვნებისა და ქცევის პრობლემები. პარკინსონით დაავადებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება დეპრესია და შფოთვა. ზოგჯერ ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.