რა არის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები - NDI-ის კვლევა - Palitra News

რა არის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები - NDI-ის კვლევა

2018-08-01 12:13:45+04:00

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კვლავ სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და პენსიები რჩება. NDi-ის კვლევის მიხედვით სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად 32% ასახელებს, ფასების ზრდას 28% და ასევე 28% პენსიებს. კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.