დაავადება ნელ-ნელა იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავდაპირველად უმნიშვნელო, ხანგამოშვებითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ავადმყოფს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა. ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სიძლიერისაა.