საქართველოში კივანოს წარმოება კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში "ლოლაძეების ფერმაში" დაიწყო. როგორც პროდუქტის ამ დროისთვის ერთადერთი მწარმოებელი ლაშა ლოლაძე აცხადებს, კივანოს მოყვანით დაახლოებით, 4 წლის წინ დაინტერესდა და ამ დროისთვის უკვე ორ ჰიპერმარკეტს ამარაგებს. რაც შეეხება მის ღირებულებას, 1 კილოგრამი კივანო 28 ლარი ღირს.კივანო, იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.