ეგზემა კანის ქრონიკული არაინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად იწყება ბავშვობაში და ახასიათებს გამონაყარი, წვა, ქავილი, რემისიები და რეციდივები. ჩვეულებრივ ეგზემას მკურნალობენ სტეროიდების შემცველი მალამოებით, რომელთაც ბევრი გვერდითი ეფექტი ახასიათებს. ამასთან, დროთა განმავლობაში მათი ეფექტი მცირდება.