ანემია სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებაა. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდება. დაავადება ზოგჯერ შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთ პაციენტს ეს სიმპტომები აღენიშნება: დაღლილობა, ფერმკრთალობა, გახშირებული გულისცემა, თმის ცვენა, დისკომფორტი, თავბრუსხვევა, კანის სიმშრალე.ნებისმიერი პროცესი, რომელიც ერითროციტების ნორმალური ცხოვრების რიტმს არღვევს შესაძლოა ანემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს.