ადვენთ კალენდრის, რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია დამკვიდრებული, შობამდე დარჩენილ დღეებს აღრიცხავს. ის 1 დეკემბერს იწყება და შობის წინა დღეს სრულდება. ადრე ადვენთ კალენდარი მხოლოდ შობამდე დარჩენილი დღეების აღსარიცხად გამოიყენებოდა, დღეისთვის კი მისი მთავარი ფუნქცია ბავშვებითვის წინასაშობაო განწყობის შექმნაა. შობის წინა დღეებში მილიონობით ბავშვი ყოველ დილას ხსნის ადვენთ კალენდრის თითო "ფანჯარას" და პატარა საჩუქარს იღებს. საჩუქრით დაწყებული დილა კი დღის ბედნიერად გატარების წინაპირობაა.