თორნიკე კოშკაძის საბანკო ანგარიშზე კიბერშეტევა გამთენიისას, დილის 4 საათზე განხორციელდა. 3 საეჭვო ტრანზაქცია თორნიკეს ანგარიშიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა. ამის შემდეგ თიბისი ბანკი ოპერატორი თორნიკეს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ბანკმა ბარათი დაბლოკა. თორნიკეს ანგარიშიდან ჯამში 2800 ლარი გადაირიცხა. დაზარალებულმა დახმარებისთვის თიბისი ბანკსა და პოლიციას მიმართა. იმის გამო რომ ბარათი დაზღვეული არ ჰქონდა ბანკმა პასუხისმგებლობა მოიხსნა. გამოძიება კი თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.
ამ საქმეზე თორნიკე ერთადერთი დაზარალებული არ არის. მის მსგავსად სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად წერენ რომ მათ საბანკო ანგარიშზე კიბერშეტევა განხორციელდა. ირკვევა რომ რამდენიმე თვის ასევე, გამთენიიისას თანხა ჩამოაჭრეს მაკა მარშანიასაც. ბარათი დაზღვეული არ ჰქონდა. აპრილში დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.