21 ოქტომბერი უქმე დღეა - ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით. ასეთი ქმედება შესაძლოა ფულადი ჯარიმის საფუძველი გახდეს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. 21 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.