თბილისის მაცხოვრებლები მუშაობას საშუალოდ 20 წლიდან იწყებენ. ამის შესახებ, "ეისითის" კვლევაშია აღნიშნული. ამასთან, კვლევის თანახმად, თბილისელების პირველი საშუალო ხელფასი 301 ლარია. აღსანიშნავია, რომ მამაკაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ლარით აღემატება. კერძოდ, კაცების პირველი საშუალო ხელფასი - 343 ლარი; ქალების კი -260 ლარია.
ცნობისთვის, კვლევა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ავტორთა ცნობით, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3 პროცენტიდან 6.5 პროცენტიან შუალედში მერყეობს.