09:19
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ანაზღაურება ჰქონდა "საქართველოს ბანკის" გენდირექტორს, რომელიც პოსტს 2019 წელს დატოვებს
12-12-2018

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში პოსტს დატოვებს. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, სწორედ ამ პერიოდში გამოაცხადებს სამეთვალყურეო საბჭო ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას.
ცნობისთვის, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტზე კიკნაველიძე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. საინტერესოა, რომ იმავე წელს, დანიშვნიდან ფაქტობრივად, 4-თვიან პერიოდში, მისმა ანაზღაურებამ ბანკის გენდირექტორის პოსტზე - 98 ათას 340 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ბლუმბერგის ანგარიშშია მოცემული.
კიკნაველიძემ, კარიერა ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე სწორედ საქართველოს ბანკში დაიწყო 1994 წელს, ასევე 10 წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტსაც იკავებდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები