06:43
19 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რა აქვეითებს მადას და რომელი აბების გამოყენება არ შეიძლება? - დიეტოლოგების რამდენიმე რჩევა წონის კორექციის მსურველებს
22-05-2019

წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ ქიმიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს თავის ტკივილს, უძილობას, ნევროზსა და დეპრესიას.

საკმაოდ ეფექტურია ლიმონმჟავას შემცველი საშუალებები, რადგან ეს უკანასკნელი შიმშილის გრძნობას ახშობს, ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას აფერხებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

წონის კორექციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქრომსაც, რომლის უკმარისობაც ბევრს აწუხებს. დასახელებული მიკროელემენტი შეუცვლელია ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის დროს. გარდა ამისა, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას და ინსულინის სრულ გამოყენებას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნარგიზი
04-06-2019
რა არ შეიძლება კი არა რა შეიძლება რომ მივიღოთ მადის დასაქვეითებლად ის აბები დაწერეთ თუ შეიძლება.
სხვა სიახლეები