15 იანვრიდან „თიბისი ფეიდან“ გადარიცხვების განხორციელების წესები შეიცვლება. თუმცა, სატესტო რეჟიმში ცვლილებები უკვე 5 იანვრიდან ამოქმედდა. როგორც „თიბისი ფეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადარიცხვისას სავალდებულო ხდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია.
მათივე ცნობით, მომხმარებელს იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მოუწევს, ისეთ ოპერციებზე, როგორიცაა: აზარტული თამაშები და ლატარია, ონლაინ თამაშები, დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები, ფინანსური სერვისები, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ინტერნეტ მარკეტინგი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურისტული მომსახურები, ქსელური მარკეტინგი, ქველმოქმედება, საკონსულტაციო მომსახურება, პოლიტიკური პარტიები და უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.