02:44
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
რა ადგილებში და რამდენი ქვეითი ინსპექტორი გვაკონტროლებს ნაგვის დაყრაზე თბილისში?
06-04-2017

უკვე რამდენიმე დღეა, დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში თბილსერვისჯგუფის ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდნენ, რომლებიც მოქალაქეებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ. ინსპექტორები შესაბამისი ეკიპირებით, მათ შორის სამხრე კამერებით არიან აღჭურვილები.

გარემოს დაბინძურებისთვის   50-დან 1500 ლარამდე სანქციებია გათვალისწინებული. თბილსერვისჯგუფის ინფორმაციით,  ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან ორ კილოგრამზე ზევით კი ჯარიმა 150 ლარს მიაღწევს. შინაური ცხოველის ფეკალიებით ქალაქის დაბინძურებისთვის პატრონი  50 ლარით დაჯარიმდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები