“რუსთავი 2“-თან შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ მოთხოვნით, სამართალდამცავი ორგანოები “რუსთავი 2“-ში შევიდეს და დაიწყოს გამოძიება, “თუ ვინ ცდილობდა საქართველოს რუსეთის საჯიჯგნად მიგდებას და ვის უნდოდა ქვეყნის ამოტრიალება“.მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, არ გაბედოს “რუსთავი2“-მა მაუწყებლობის აღდგენა.“თუ მაუწყებლობა აღდგება, აქ უამრავი რაოდენობის ხალხი დადგება. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, “რუსთავი2“-ის შენობა იქნება პარალიზებული. ხვალ დილიდან ყველა უნდა მოვიდეს აქ, რათა ეს ნაგავი ერთ და სამუდამოდ დასრულდეს“, - განაცხადეს აქციაზე, რომელიც “რუსთავი2“-ის ოფისთან მიმდინარეობს.ამასთან, აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა, ტელეკომპანია დატოვონ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ.აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აქცია მთელი ღამის განმავლობაში არ უნდა დაიშალოს.