უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს.კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია "სისტრა" და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. ამასთან, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია გვაწვდის, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი კი ავტობუსები და მეტრო იქნება.