ქართულ ბაზარზე ყვითელი საზამთრო გამოჩნდა. პროდუქტს ლაგოდეხში, კერძოდ, სოფელ ლელიანში დავით ჭუმბურიძე აწარმოებს და მისი 1 კილოგრამის ღირებულება 3 ლარია. როგორც ყვითელი საზამთროს მწარმოებელი აცხადებს, პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია და სამომავლოდ წარმოებას აუცილებლად გაზრდის.
ცნობისთვის, ყვითელი საზამთრო გარეგნულად ისეთივეა, როგორ წითელი, შიგნით კი ღია ყვითელი ფერისაა. ამასთან, პროდუქტი გაცილებით ნაკლებ კურკას შეიცავს, ვიდრე წითელი ფერის საზამთრო.
როგორც ცნობილია, ზაფხულობით იგი ესპანეთში მოჰყავთ, ხოლო ზამთარში ტაილანდში. ამასთან, საზამთროს შეჯვარებული ჯიშები რუსეთში და უკრაინაშიც გვხვდება.