ე.წ ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია გლდანში მიკროავტობუსების სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. როგორც პალიტრანიუსს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მძღოლმა განუცხადა მძღოლები მოითხოვენ დეტალურად გაერკვნენ რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისის მიკორავტობუსთან“.
მძღოლების ნაწილს ეჭვი აქვს რომ მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობს და ამიტომაც, დარწმუნების მიზნით და თავიანთი პოზიციების დასაფიქსირებლად მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას მოითხოვენ.