ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტს აიღებს და 27 იანვრამდე გასტანს ევროპის 112-ე ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ”მინსკ-არენაზე" სულ 34 ქვეყნის 145 მოციგურავე იასპარეზებს. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატზე ვაჟების კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე. ყვითელაშვილი და მაისურაძე 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე და თავისუფალ პროგრამებს, შესაბამისად, 24 და 26 იანვარს შეასრულებენ.