12:22
22 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უდიდეს ფულს ჩუქნიან - შემომწირველების სია 1995 წლიდან დღემდე
29-12-2015
1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ორგანიზაციისა და ქვეყნის მიერ გაცემული გრანტების საერთო რაოდენობა 2 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან საქართველოს ყველაზე დიდი თანხა უსასყიდლოდ გადმოეცა 2008 წელს - 392 260 000 აშშ დოლარი. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით, გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - 272 870 000 აშშ დოლარი. 2014 წელს საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 182 140 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წელს 31 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.

1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები და მის წილად 912 140 000 აშშ დოლარი მოდის.


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები