Gallup-ის (გალაპი) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში 87 ქულით მე-17 ადგილზეა. კვლევა მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ხოლო ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია და დანია.
ცნობისთვის, მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად, სულ 148 ათასი მოქალაქე, თითოეული ქვეყნიდან კი დაახლოებით ათასი ადამიანი გამოიკითხა. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია. კვლევის სანდოობა კი 95%-ია.