2019 წლის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგის პირველ ადგილზე კვლავ ავსტრალიური Qantas-ი გავიდა. უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგს ყოველწლიურად პორტალი Airlineratings.com-ი აქვეყნებს.
AirlineRatings-მა მსოფლიოს 405 ავიახაზის მონაცემები გაანალიზა და 20 საუკეთესო კომპანია გამოავლინა. რეიტინგის შედგენისას პორტალი სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს, მათ შორისაა, ავიაციის ასაკი, საავიაციო შემთხვევების სტატისტიკა, ასევე კომპანიის მომგებიანობა და ა.შ.
ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა Air New Zealand-ი, ხოლო მესამეზე – Alaska Airlines გავიდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი All Nippon Airways და American Airlines-ი ინაწილებენ.