ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი,რომლის თანახმადაც უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე აბიტურიენტმა 10 ხე უნდა დარგოს. „ფილიპინებში ყოველ წელს დაწყებით სკოლას 12 მილიონი მოსწავლე ამთავრებს, საშუალო სკოლას – ხუთი მილიონი, კოლეჯებს – 500 ათასი. შესაბმისად, კანონის აღსრულების შემთხვევაში, ფილიპინებში ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება. კანონის მიხედვით, მთავრობა ვალდებული იქნება მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყოს და მათი უსაფრთხოება დაიცვას. ხეებს დაცულ ტყეებში, სამოქალქო და სამხედრო რეზერვაციებში, მიტოვებული მაღაროებისა და ქალაქების რაიონებში დარგავენ. ხეები უნდა შეესაბამებოდეს ადგილმდებარეობას, კლიმატს და რელიეფს. აღსანიშნავია,რომ უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი ჯიშის ხეებს.