ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, მთლიანად ამ სოფელში 75 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე - Palitra News

ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, მთლიანად ამ სოფელში 75 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

2020-06-01 13:28:39+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ჯამში 75 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გასულ პარასკევს მუშევანში 574 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 19 დადებითი იყო.