იომიაკონი რუსეთში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე ცივ დასახლებულ ადგილად ითვლება. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად საქონლისა და ცხენის ხორცით იკვებებიან, რადგან სურსათის მოყვანა მკაცრ კლიმატურ პირობებში შეუძლებელია. იმისთვის, რომ მანქანები ყინვის გამო არ დაზიანდეს, ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში მართავენ ავტომობილებს.
იანვარში აქ სტაბილურად -50 გრადუსია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 1924 წელს ოიმიაკონში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -72,2C დაფიქსირდა.