ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებლის ნიმუში წარადგინეს. პროექტის მიხედვით, მატარებელი მაგნიტური ლევიტაციის საშუალებით გადაადგილდება და 600 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. პირველი მატარებელი, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზის კორპორაციამ შექმნა, ქალაქ ცინდაოში ააწყვეს.
მატარებლის შემქმნელები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება მოგზაურობაზე ადამიანების წარმოდგენას სრულად შეცვლის. მატარებლის ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წელს იგეგმება.
მოქმედი ყველაზე სწრაფი ჩინური მატარებელი, რომელიც პეკინსა და შანხაის შორის დადის, 350 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მისი ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო.