ნორვეგიელმა ლინგვისტებმა მსოფლიოში ყველაზე არაორდინალური ენები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ შესასწავლად ყველაზე რთული - პირაჰანი, ანუ ამაზონის ჯუნგლების მაცხოვრებლების ენაა. ამის დასამტკიცებლად ექსპერტებმა ამერიკელი სწავლულის დენიელ ევერეტის კვლევა აიღეს. მეცნიერი ბრაზილიელ აბორიგენებთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მათი ენის შესწავლასაც მთელი გულით ცდილობდა.