23:50
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ყველაზე პოპულარული რეპტილია
25-03-2020

სანამ ინტერნეტ სივრცე სასაცილო კატებისა და ძაღლების ფოტოებით ივსება, 9-კილოგრამიანი კუს პატრონებმა თავიანთი ბინადარი, სახელად ეთელი, მოდურ სამოსში გამოაწყვეს და ინსტაგრამის გვერდიც შეუქმნეს. რეპტილიამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ცხოველიც გახდა.

ეთელი კალიფორნიაში მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს. წყვილს ჯერჯერობით შვილები არ ჰყავს და მთელ დროს თავიანთ უსაყვარლეს შინაურ ცხოველს უთმობს.

ეთალის ინსტაგრამის გვერდზე, ოჯახი ხშირად აქვეყნებს რეპტილიასთან ერთად გადაღებულ სახალისო ფოტოებს. ისინი შინაურ ბინადარს სხვადასხვა მოდურ ტანსაცმელში აწყობენ და კუც თავისებურად ცდილობს ობიექტივის წინ პოზირებას. მას სოციალურ ქსელში 40 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს."ინსტაგრამზე რამდენჯერმე შევამჩნიე მოდური ტრენდები - მშობლები და ბავშვები ერთნაირი ტანსაცმლით პოზირებდნენ ობიექტივის წინ. 

სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ეთელთან ერთად იგივე გაგვემეორებინა", - ამბობს კუს პატრონი კეისი კუჩინსკი.პირველი ასეთი ფოტოს გადაღება წარმატებული აღმოჩნდა, ეთელის თაყვანისმცემლებს იდეა ძალიან მოეწონათ."ეთელის ყველაზე საყვარელი საქმე გემრიელი საკვების დაგემოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის წყლის კუ არ არის, ძალიან მოსწონს ზღვის პირას სეირნობა.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები