ყველა ახალდაბადებული ბავშვი პატარა სასწაულია. სან-დიეგოს საავადმყოფოს ექიმებმა შეძლეს ისტორიაში ყველაზე პატარა ახალშობილის გადარჩენა. გოგონა ვაშლისხელა დაიბადა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ცხოვრების გაგრძელებაში.
23 კვირისა და 3 დღის ორსულობისას ექიმებმა გოგონას დედის კონსულტაციისას აღმოაჩინეს, რომ ბავშვი საშვილოსნოში იზრდებოდა. ეს დედისა და ბავშვის სიცოცხლისთვის საშიში იყო. ამიტომ, ექიმება გადაწყვიტეს გადაუდებელი საკეისრო კვეთის გაკეთება.
2018 წლის დეკემბერში ოფიციალური მონაცემების თანახმად დაიბადა ისტორიაში ყველაზე პატარა ბავშვი, სახელად სეიბი, რომელიც 245 გრამს იწონიდა.
ექიმები ამბობდნენ, რომ ნაადრევად დაბადება აუცილებელი იყო, თუმცა პირველი, რასაც ისინი ცდილობდნენ, დედის გადარჩენა იყო.
"ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ჩვენ ერთი საათი დაგვრჩა ეთად ყოფნის, მერე კი ჩვენი პატარა დაგვტოვებდა. მაგრამ ეს ერთი საათი გადაქცა ორად, შემდეგ ერთ კვირად და თვეებად..." - ამბობს სეიბის დედა. ექიმები ღელავდნენ იმაზე, რომ 24 კვირის ორსულობისას ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო ბავშვის წონა. ბავშვის დაბადებისთანავე კლინიკაში საუკეთესო ექიმები მობილიზდნენ, გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მაქსიმალურად ცდილობდნენ გოგონას მდგომარეობის გაუმჯობესებას. გოგონა 5 თვის განმავლობაში იყო ინტენსიური დაკვირვების ქვეშ და სპეციალისტები სოციალურ მუშაკებთან ერთად, ზრუნავდნენ მასზე.
მიმდინარე წლის მარტში სრულიად ჯანმრთელი გოგონა საავდმყოფოდან გამოწერეს და ახლა ის თანატოლებს წონაში არ ჩამორჩება.
სან-დიეგოს კლინიკა, Sharp Mary Birch, აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ მსოფლიოში, რომელმაც გადაარჩინა მიკრო ახალშობილი. მათი გუნდი წარმოუდგენლად ამაყია ამ ფაქტითა და სეიბზე ზრუნვით.
კლინიკის პერსონალი, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, ძალიან დაუახლოვდნენ გოგონას მშობლებს და ერთად აკვირდებოდნენ მის ყოველ პროგრესს.