08:05
29 ნოემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ყველაზე მზარდი ონლაინ სარეკლამო ბაზარია
13-12-2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2017 წლის სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს ტელეკომპანიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 600 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში, 97 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 69 მილიონ 200 ათას ლარამდე იყო, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით, დაახლოებით, 14 მილიონ 100 ათასი ლარით ნაკლებია.
კვლევის თანახმად, ყველაზე მზარდი ონლაინ სარეკლამო ბაზარია, თუმცა, ადგილობრივი ვებგვერდების წარმომადგენლების განცხადებით, ბაზარზე არსებული ფულის მასის დიდი ნაწილი უცხოურ ვებპლატფორმებზე იხარჯება. რაც შეეხება რადიოს, წინა წელთან შედარებით რადიოს სარეკლამო ბაზარი 14%-ით შემცირდა და 8 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა.
გარე რეკლამის შემოსავლები კი არ შეცვლილა და ბოლო წლებში სტაბილურად, დაახლოებით, 4 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, თბილისში გარე რეკლამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა ორ კომპანიას “აუთდორ.ჯისა” და “სმოდ ედვერთაისინგს” აქვთ, რომლებსაც ერთი დირექტორი ხელმძღვანელობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები