მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური ნაწარმი ერთ სივრცეში - რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინი მასპინძლობს. საოჯახო ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი, ტელევიზორები კიდევ უფრო უკეთესი გამოსახულებით და გაუმჯობესებული ფუნქციებით - წელს გამოფენაზე ჯამში 1 814 პროდუქტია წარმოდგენი-ლი. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლება უკვე ჩაატარეს პრესკონფერენციები და პრეზენტაციები და მომხმარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ სიახლეები გააცნეს. ასევე, "IFA 2018"-ზე დასახელდა ის ტექნიკა, რომელიც მსოფლიოში პირვე-ლად იყო წარმოდგენილი.
ყველაზე დიდი ყურადღება კომპანია "Acer"-მა მიიპრყო, რომელმაც 7 ასეთი პროდუქტი წარმოადგინა. მათ შორის იყო ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი Swift 5-15, რომელიც ერთ კილოგრამ-საც არ იწონის. მისი ზუსტი წონა 990 გრამია და აქვს full HD 1920x1080 IPS თაჩსქრინი. ასევე, კომპანია „Acer“-მა წარმოადგინა მსოფლიოში პირ-ველი ტაბი განათლებისთვის, ლეპტოპი განსაკუთრებული ეკრანით სპეციალურად გეიმინგისთვის.
თამაშის მოყვარულთათვის განსაკუთ-რებით საინტერესო იყო The Predator Thronos - სკამი, კომპიუტერი, მო-ნიტორები, ვირტუალური სათვალე და ყველაფერი ერთად გეიმერების-თვის. მისი ვიბრაცია ზუსტად ემთხვევა თამაშის მიმდინარეობას, რაც მოთამაშის აღქმას ამძაფრებს. გეიმერებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი იყო OJO 500 Windows Mixed Reality Headset – MR სათვალე, რომ-ლის დიზაინიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოირგოს და ასევე გაუზიაროს გარშემომყოფებსაც. სათვალეში ინტეგრირებულია ხმის სისტემაც, რომელიც ასევე მორგებულია მომხმარებლის მოთხოვ-ნებზე. MR სათვალის ფუნქცია მხოლოდ გეიმინგი არ არის, მისი გამოყე-ნება თავისუფლადაა შესაძლებელი, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებშიც. ბერლინში რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა „IFA 2018“ 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.