საკომუნიკაციო სექტორში ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. "სილქნეტმა" ჯეოსელი იყიდა. იქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც „სილქნეტის“ ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან აერთიანებს. გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მობილიზება სილქნეტისთვის "თი ბი სი" ბანკმა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტთან ერთად უზრუნველყო. როგორც სილქნეტის დამფუძნებლები ამბობენ, ეს გარიგება სარგებლიანი იქნება არა მხოლოდ ჯეოსელის აბონენტებისთვის, არამედ ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
მარეგულირებელ კომპანიას 3 თვე აქვს იმისთვის, რომ შეისწავლოს ბაზარი და ამის შემდგომ ამ გარიგების თაობაზე გასცეს ან ნებართვა, ან ნებართვა გარკვეული პირობებით.