დიდ ბრიტანეთში შავ-თეთრი ეკრანით ტელევიზორებს 7 000-მდე ოჯახში ჯერ კიდევ იყენებენ. ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია, შემდეგ მოდის ბირმინგემი და მანჩესტერი.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ტელევიზორის ყურებაში ფულს იხდიან, მათ შორის ფულს შავ-თეთრი ტელევიზორების ყურებისთვისაც იხდიან, თუმცა გადასახადი გაცილებით ნაკლებია. თუკი შავ-თეთრი ტელევიზორის მფლობელები გადასახადის სახით ყოველწლიურად 50 ფუნტს იხდიან, მათთვის ვისაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტელევიზორები აქვთ, გადსახადი გასამმაგებულია.