2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ 448 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც 13.3%-ით ანუ 17 მილიონ 800 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ქვეყნებს შორის ტრადიციულად პირველ ადგილზეა რუსეთი, ნოემბერში იქიდან გადმორიცხვებმა 37 მილიონ 910 ათასი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 19 მილიონ 820 ათასი დოლარით; შემდეგია საბერძნეთი - 15 მილიონ 840 ათასი დოლარით; გზავნილების მიხედვით მეოთხე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც 14 მილიონ 480 ათასი დოლარი გადმოიგზავნა; ხოლო ქვეყნების ხუთეულში ბოლო ადგილზეა - ისრაელი 13 მილიონ 750 ათასი დოლარით.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მილიონ 900 ათასი დოლარი ანუ 64 მილიონ 900 ათასი ლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.