23:50
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ყველაზე მეტი ბოლო 13 წელიწადში - საქართველომ აპრილში 770 ტონა მარწყვი იყიდა
23-05-2022

საქართველოში 2022 წლის აპრილში 281.9 ათასი აშშ დოლარის 770 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია. პროდუქტის სრული მოცულობა თურქეთიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში რეექსპორტზე მხოლოდ 47 ტონა მარწყვი გავიდა, აქედან 9 ტონა რუსეთში, 38 ტონა კი სომხეთში.

გასული წლის აპრილში, საქართველომ 582 ტონა ახალი მარწყვი და ხენდრო იყიდა, 2020 წელს 159 ტონა, პანდემიამდელ 2019 წელს კი 329 ტონა.
მონაცემები მაქსიმალურია წლის პირველ 4 თვეშიც. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში 1 065 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, 2021 წელს - 763, 2020 წელს - 265 ტონა, პანდემიამდელ 2019 წელს კი, 398 ტონა.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის მაწრყვი იყიდა საქართველომ, 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლალუკა
24-05-2022
იმდენი მიწა ვიცი გაუყებული დაუმუშავებლობით და უპატრონობით ჩემს საახლობლოში, თმა ყალყზე დაგიდგება კაცს, თვითონ სხვის მოსამსახურეებად არიან წასულები, დავარდნილი მოხუცის მოვლა უფრო სასიამოვნოა თუ შენს ეზო კარმიდამოში ფუსფუსი. ერთი ხელის გაწვდენა ბოსტანი მქონდა და ისიც სააკაშვილმა წაგვართვა, და ახლა ბარდებითაა გადავვლილი
სხვა სიახლეები