2018 წელს ყველაზე მეტი აბონენტი „ჯეოსელზე“დაპორტირდა. კერძოდ, გასულ წელს „ჯეოსელზე“ პორტირებული აბონენტების რაოდენობა 17 ათას 713 იყო.
კომპანიების მიხედვით, პორტირებული აბონენტების რაოდენობაზე ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, „მაგთიზე“ პორტირებული აბონენტების რაოდენობამ - 17 ათას 624; ხოლო „ბილაინზე“ - 13 ათას 467 აბონენტი შეადგინა.