Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოს 66 ქვეყნის ეკონომიკის ანალიზის შედეგად ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად "დეპრესიული" ეკონომიკის მქონე ქვყნების რეიტინგი შეადგინეს. ექსპერტებმა ეკონომიკების რანჟირებისას ორიენტირად ინფლაცია და უმუშევრობა აიღეს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე „დეპრესიული“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების სამეულში ლიდერობს ვენესუელა. მას მოსდევს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, მესამე ადგილზე კი არგენტინაა. რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად "დეპრესიული"; ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამეულს, რეიტინგში ლიდერობს ტაილანდი, მას მოჰყვება სინგაპური, ხოლო ჩამონათვალში მესამე ადგილზე - იაპონია და შვეიცარია არიან.