გამოცემა „ბლუმბერგმა“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა ამერიკელ უოლთონთა ოჯახი, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტებს ფლობს. მათი ქონება 190.5 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ოჯახმა 39 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზეა მარსების ოჯახი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას აკონტროლებს. წლის დასაწყისიდან ისინი 37 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ და მათი ქონების საერთო ჯამმა 126.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ათეულში ასევე მოხვდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი, რომლის მთლიანი ქონება 100 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.