გამოცემა გლობალ ფაინანს მეგეზინის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების 2016 რეიტინგში საქართველო დაწინაურდა და 189 ქვეყანას შორის 112-ედან 108-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. რეიტინგი დაფუძნებულია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით.
გამოცემამ ქვეყნების რანგირება "მსოფლიო ბანკისა" და "საერთაშორისო მონეტარული ფონდის" მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა.ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში, გასული წლის მსგავსად, კვლავ პირველ ადგილზეა ყატარი, რომელსაც მოსდევს ლუქსემბურგი, მაკაო, სინგაპური და ბრუნეი. რაც შეეხება ყველაზე ღარიბ ქვეყანას, რეიტინგის მიხედვით ბოლო ადგილზე აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკაა, რომელსაც მცირედით უსწრებენ კონგო, ბურუნდი, ლიბერია და ნიგერი.