2019 წელს, იმ 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთაც 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი უფიქსირდებოდა, „ქართული ოცნება” კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიას წარმოადგენდა და თითქმის 10 მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშის თანახმად 2019 წელს 19-მა პარტიამ 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი - 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში მმართველ პარტიასთან ერთად შედიან: 1 676 618 ლარით - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და 1 643 099 ლარით - „ევროპული საქართველო”.
„ქართულმა ოცნებამ” 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე კერძო დაფინანსებით მეორე ადგილზე მყოფმა „ლელომ” და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ.