2017 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.3 პროცენტით გაიზარდა და 999 ლარი და 10 თეთრი შეადგინა.
"საქსტატის" ცნობით, 2017 წელს, დაკავებული პოზიციების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები ფიქსირდება კანონმდებლების, მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირების და მენეჯერების პოზიციაზე, სადაც ხელფასის დონემ 2 ათას 177 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. ხელფასების დაბალი მაჩვენებლები კი სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საქმიანობის დარგებს, გასულ წელს ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; მშენებლობისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.