"ფორბსმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველი ადგილი ბრიტანელ მწერალს ჯოან როულინგს ერგო, რომლის შემოსავალმა 2017 წელს 95 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციაზეა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ - 93 მილიონი დოლარით, მესამეზე კი - ბრიტანული ჯგუფი ქოლდფლეი 88 მილიონი დოლარით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ მომღერალი ადელი და შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.